გადაადგილების ჯგუფის წევრი

ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
10:00 - 19:00
სრული განაკვეთი
12 სექტემბერი - 12 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

"თიბისი ფეი" ქალაქ თბილისში ეძებს გადაადგილების ჯგუფის წევრს.

სამუშაო მოვალეობები:

  •  საწყობიდან დანიშნულების ადგილზე ტერმინალების გადაადგილების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში, პირიქით საწყობში გადატანა;
  •  ტერმინალის დანიშნულების ადგილზე დამაგრება/ტერმინალების ქუდის და ბოქლომის მონტაჟი;
  •  ტერმინალის გაუმართაობის შემთხვევაში, პრობლემის პასუხისმგებელ პირებთან ინფორმაციის მიწოდება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  უმაღლესი/საშუალო განათლება;
  •  მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება;
  •  საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
უნარები:

  •  გუნდურად მუშაობის უნარი;
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  •  ყურადღებიანი;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.
დეტალები
ხელფასი
800-950 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
განათლება
საშუალო განათლება
სამუშაო საათები
10:00 - 19:00
უნარები
გუნდურად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანი
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
სხვა
სლოგანი
შეუერთდი ცვლილებებს
მისამართი
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
12 სექტემბერი - 12 ოქტომბერი