Standart

სერვისის კონსულტანტი

16 September - 26 September
Details
Address
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Education
Bachelor
Skills
დეტალებზე ორიენტაციის უნარი, პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი

Vacancy description

ევექსის კლინიკები“ აცხადებს შერჩევას სერვისის კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი : სრული - 40 სთ 
სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი (09:00- 17:00/ 10:00-18:00/ 12:00-20:00 ) შაბათი - 09:00 -14:00

     ძირითადი მოვალეობები:

  • პაციენტის ვიზიტის კოორდინაცია;
  • კლინიკაში არსებული რიგების მართვა;
  • პროცედურულ დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • რთული სიტუაციების მართვა.

      საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;

       პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • რთული სიტუაციების მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 26 სექტემბერი, 2022წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evexclinics.ge/ka/vacancy/servisis-konsultanti-/493

“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.


Category
Medical
Location
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
16 September - 26 September