Standart

მოლარე-ოპერატორი (მარნეული)

20 September - 20 October
Details
Address
ს7, მარნეული
Salary
600 ₾
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

აგრო კომპანია „ბარაქა“, რომელიც ოპერირებს საქართველოში და ლიდერია მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალების, ბიოპრეპარატების, საზომი ხელსაწყოებისა და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის იმპორტში, აცხადებს ვაკანსიას მარნეულში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ დინამიურ და განვითარებად სამსახურს ახალგაზრდულ და საინტერესო გუნდში.

გვიხილეთ:
Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე www.baraka.ge

ვეძებთ ახალ თანამშრომელს მოლარე ოპერატორის პოზიციაზე , რომელიც აქტიურად  ჩართული იქნება აგრო ბიზნესის განვითარებაში საქართველოში. კანდიდატს უნდა ჰქონდეს  მოლარედ მუშაობის გამოცდილება, დეტალების მიმართ ყურადღებიანობა , პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მოლარეს უფლება-მოვალეობები:

  •  ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
  •  ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
  •  სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
  •  მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა.
  •  საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
  •  ყოველ დღიური რეპორტინგი (მეილით) ბუღალტერთან და უშუალო ხელმძღვანელთან
ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
  • მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, ახალგაზრდა თანამშრომელთა გუნდს, ანაზღაურებას 600 ლარს (NET), დამატებით საბონუსე სისტემას.

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 5 სამუშაო დღე, 10-დან 18საათამდე, შაბათი -კვირა დასვენების დღეებია.

 შერჩეულ კანდიდატებს  ჩაუტარდებთ ჩვენი პროდუქციის შესახებ ტრეინინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.

გისურვებთ წარმატებებს!
Category
Research
Slogan
მეცნიერება უხვი მოსავლისთვის
Location
13 მერაბ ალექსიძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
20 September - 20 October