Standart

სტაჟირება ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში

22 September - 05 October
Details
Address
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
პასუხისმგებლობა, ანალიტიკური აზროვნება

Vacancy description

„ევექსის კლინიკები“ აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერების დისტანციური მხარდაჭერა.
  • პროგრამებსა და  ტექნიკასთან მუშაობის სატელეფონო კონსულტაცია.
  • კომპიუტერული ხასიათის  პრობლემების დიაგნოსტიკა - მოგვარება.
კომპეტენცია და უნარი:

  • პასუხისმგებლობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გადაწყვეტილების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ორგანიზებულობა, დისციპლინა
  • დეტალებზე ფოკუსირება
  • გუნდურად მუშობა
სტაჟირებისას თქვენ შეისწავლით IT სერვისის მიმართულებას საწყისებიდან. ჩვენთან გატარებული დრო ჩაგეთვლებათ დიდ კორპორაციაში მუშაობის პრაქტიკულ გამოცდილებად. ამასთანავე, პრაქტიკის გავლის შემდეგ, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილული იყოს ს.ს. ევექსი კლინიკის და საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ვაკანსიებზე.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს:
https://evexclinics.ge/ka/vacancy/stajireba-informaciuli-teqnologiebis-martvis-departamentshi/364

“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდატი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
Category
Medical
Location
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
22 September - 05 October