Standart

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი - სამცხე-ჯავახეთი

22 September - 05 October
Details
Address
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00
Skills
ორგანიზებულობა, გუნდურად მუშობა

Vacancy description

„ევექსის კლინიკები“ აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის დეპარტამენტში სამცხე-ჯავახეთში

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ახალციხე/ნინოწმინდა/ასპინძა/ადიგენი
სამსახური: ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სამსახური
პოზიცია: ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი - 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობა:

  • პროგრამებსა და  კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის  კონსულტაცია.
  • კომპიუტერულ აპარატურასთან დაკავშირებული  პრობლემების დიაგნოსტიკა და მოგვარება დისტანციურად ან ადგილზე მისვლით (ადიგენი, ასპინძა, ნინოწმინდა).
  • ქსელთან დაკავშირებული პრობლემების დიაგნოსტიკა და მოგვარება, დისტანციურად ან ადგილზე მისვლით.
კომპეტენცია და უნარი:

  • პასუხისმგებლობა
  • კომუნიკაბელურობა
  • გადაწყვეტილების უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • ორგანიზებულობა, დისციპლინა
  • დეტალებზე ფოკუსირება
  • გუნდურად მუშობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და განვითარების სურვილი;
  • მართვის მოწმობა (B);
  • სარგებლობაში მსუბუქი ავტომობილი.
  • საჭიროების შემთხვევაში სტაჟირებას გაივლით IT სერვისის მიმართულებით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა:  5 ოქტომბერი, 2022 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evexclinics.ge/ka/vacancy/informaciuli-teqnologiebis-specialisti---samcxe-javaxetshi/530

“ევექსის კლინიკები“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე „კანდიდადტი“) ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ(ებ)ი, სერტიფიკატ(ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Category
Medical
Location
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
22 September - 05 October