მოლარე-კონსულტანტი

158 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი
23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი

ვაკანსიის აღწერა

სკანდინავიური ბრენდი JYSK არის საერთაშორისო საცალო სავაჭრო ქსელი, რომელიც ოპერირებს „ყველაფერი სახლისთვის“ პრინციპით.
დღეს JYSK მოიცავს 3100-ზე მეტ მაღაზიას 49 ქვეყანაში, JYSK-ს აქვს ყოველთვის საუკეთესო შეთავაზება და კომპეტენტური სერვისი.

JYSK აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, ცვლები 

ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციასთან დაკავშირებით;
  • სალაროსთან მუშაობა;
  • დარბაზში თაროებზე პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

საჭირო უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 591805099.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "JYSK” “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
დეტალები
ხელფასი
700 ₾
ენები
ქართული, English
უნარები
კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
მისამართი
158 დავით აღმაშენებელის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი