პოზიციის აღწერა: იზრუნოს სამზარეულოში სისუფთავის შენარჩუნებაზე, მოაწესრიგოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი და შეასრულოს პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობები.
ძირითადი მოვალეობები:
გარეცხოს სამზარეულოს ყველა ინვენტარი (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.) დეტალებზე ყურადღების გამახვილებით;
დაიცვას ინსტრუქციები (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.), რათა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის მზადყოფნა მომავალი მომსახურებისათვის;
ფლობდეს ინფორმაციას ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ;
სწორად გამოიყენოს სარეცხი მოწყობილობები;
უზრუნველყოს მუშაობისთვის სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამრეცხაოს ზედამხედველს ნებისმიერი გაუგებრობისა და პრობლემის შესახებ;
დაიცვას და უზრუნველყოს სისუფთავე სამუშაო ადგილას;
უზრუნველყოს ყველა მასალის კარგ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად.
მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
დეტალები
ენები
ქართული
უნარები
ფიზიკური გამძლეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი