სტანდარტული

დისტანციური გაყიდვების ოფიცერი (კურიერი)

26 სექტემბერი - 06 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
ხელფასი
1280 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პასუხისმგებლობა, მიზანზე ორიენტაცია

ვაკანსიის აღწერა

რე|ბანკი წარმოადგენს „პაშა ბანკი საქართველოს“ საცალო მიმართულების ქვებრენდს და ამ სეგმენტს 2019 წლიდან ემსახურება. „პაშა ბანკი საქართველო“, თავის მხრივ, მსხვილი საინვესტიციო ჯგუფის, პაშა ჰოლდინგის ნაწილი და კორპორატიულ სფეროში მოქმედი რეგიონული ბანკია.

თუ გსურს გახდე ახალგაზრდა, ინოვაციური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, შემოგვიერთდი! ეს შენი შანსია!
პოზიციის სახელი: დისტანციური გაყიდვების ოფიცერი (კურიერი)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი 
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
დეპარტამენტი: დისტანციური ბანკინგის დეპარტამენტი 
ანაზღაურება: 1280 (დარიცხული) + ბონუსი გამომუშავებით
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 ოქტომბერი, 2022 წ

რა დაგხვდებათ ჩვენთან?!

  • საერთაშორისო, გამოცდილი და მეგობრული გუნდი
  • კომფორტული სამუშაო გარემო
  • მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა
  • კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენთვის და ოჯახის წევრებისთვის
  • პროფესიულ განვითარებაში ხელშეწყობა
  • ხელმძღვანელისა და გუნდის წევრების მხარდაჭერა
რა არის ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!

  • ბანკის მომხმარებლისთვის საბანკო ბარათების  და სხვა დოკუმენტაციის დროულად მიწოდება სკუტერით;  ოფისში დოკუმენტების დროული დაბრუნების უზრუნველყოფა
  • პოტენციურ მომხმარებლებთან  გამავალი სატელეფონო ზარების განხორციელება და საჭირო მონაცემების მოძიება
  • კოორდინირებული თანამშრომლობა დისტანციური ბანკინგის ოპერატორებთან და დისტანციური გაყიდვების დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან, გაყიდვების პროცესის წარმატებით მართვის მიზნით
  • გაყიდვების პროცესში მონაწილეობა საბანკო პროდუქტების საფუძვლიანად და სრულფასოვნად ცოდნის გათვალისწინებით
  • მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება, მომსახურების ხარისხის, კონსულტაციისა და მოლაპარაკებების გზით
  • კოლეგებთან ყოველდღიურ საქმიანობაში ეფექტურად და გუნდურად მუშაობა მაქსიმალური შედეგების მისაღწევად
  • ყოველდღიური ფაილინგის წარმოება, მომხმარებლისთვის მიწოდებული საბანკო პროდუქტის/მომსახურების ზუსტი აღრიცხვა
რა საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს ამ პოზიციას?!

  • აუცილებელი მოთხოვნა - სავალდებულოა სკუტერის მართვის გამოცდილება  და სკუტერის მართვის მოწმობის ქონა (A1 კატეგორია)
  • განათლება - უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება
  • ენების ცოდნა - ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 
  • ტექნიკური ცოდნა - MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
რა არის ამ პოზიციისთვის საჭირო უნარ-ჩვევები?!

  • მაღალი სამუშაო ეთიკა & სხვების პატივისცემა
  • ხარისხზე ორიენტაცია & ეფექტურობა
  • პასუხისმგებლობა & მიზანზე ორიენტაცია
  • კომუნიკაცია & საქმიანი ურთიერთობები
  • ინიციატივა & ინოვაცია
თუ დაინტერესდი და შენი პროფილი შეესაბამება პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გაგვიზიარე რეზიუმე/LinkedIn  პროფაილი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს/LinkedIn პროფაილის გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ სს „პაშა ბანკი საქართველო“ უფლებამოსილია დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი წესით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. თუ გსურთ მიიღოთ ინფორმაცია სს „პაშა ბანკი საქართველოში“ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pashabank.ge
მისამართი
37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0162, საქართველო
სოციალური ქსელები
26 სექტემბერი - 06 ოქტომბერი