Standart

სოციალური მედიის მენეჯერი

26 September - 26 October
Details
Address
1 ფარნავაზ მეფის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
2-3 years
Education
Bachelor
Skills
დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა

Vacancy description

კომპანია „გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას „სოციალური მედიის მენეჯერის“ პოზიციაზე.

თუ კომფორტულად გრძნობ თავს კომუნიკაციისას, ძალიან გიყვარს წერა და მთელი გულით გსურს იმუშავო მრავალფეროვანი კონტენტის შექმნაზე, გვჭირდება შენი ენთუზიაზმი და საინტერესო ხედვა, რათა კომპანიის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანო. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და გპირდებით მრავალფეროვან სამუშაო გარემოს შენი შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენისთვის!

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება; კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში;
  • სოციალური არხებისთვის საინტერესო კონტენტის შექმნა, მართვა და მონიტორინგი;
  • ქოფირაითინგი;
  • Ads Manager-ის მართვა;
  • მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა, ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების დაგეგმვა;
  • ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
  • პოსტების დიზაინის შექმნა;
  • ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, YouTube);
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.
  • კომპანიის ვებ-გვერდის ფუნქციონალის გამართვა და დახვეწა;
  • პარტნიორი ორგანიზაციების სოციალური მედიის აქტივობების მონიტორინგი;
  • სოციალური არხების ანალიტიკა;
  • შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სოციალური მედია პლატფორმების გამოყენების გამოცდილება (FB, Inst, Linkedin);
  • გრაფიკული პროგრამების/პროგრამის ცოდნა (Adobe Photoshop, Adobe Illustrator);
  • გამართული და შემოქმედებითი წერის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული თვისებები და უნარები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • სისხარტე;
  • პუნქტუალურობა;
  • კრეატიულობა.
გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს. 

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე CV ან დაგვიკავშირდი შემდეგ ნომერზე: 577200712;

გისურვებთ წარმატებებს!
Location
1 ფარნავაზ მეფის გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
26 September - 26 October