კომპანია სიტა 2016 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებელო ბაზარზე. სიტა არის სამშენებლო და პროექტების მართვის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სამშენებლო-სარემონტო და უძრავი ქონების განვითარების საქმიანობასთან დაკავშირებულ სრულ მომსახურებას: შესაფერისობის კვლევა, დიზაინ პროცესის მენეჯმენტი, ბიუჯეტირება, ფასთა ინჟინერია, ტენდერებისა და შესყიდვების მენეჯმენტი, მშენებლობის მენეჯმენტი.
თუ ხარ:
- კომუნიკაბელური
- გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
- შეგიძლია გუნდური მუშაობა;
- შრომისმოყვარე;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სიახლის და განვითარების ძიებაში;
და თუ აკმაყოფილებ შემდეგ მოთხოვნებს:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა (B2 ან C1);
- რუსული ენის ცოდნა (B2);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სამშენებლო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
გამოაგზავნე CV და მიიღე მონაწილეობა სიტა-ს კონკურსში აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე.
ჩვენ ვუზრუნველვყოფთ:
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- საინტერესო და მრავალფეროვანი საქმეს;
- პროფესიონალ და მეგობრულ გუნდთან მუშაობას ;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
თქვენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- საოფისე საქმის წარმოება;
- ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- კორესპონდენციის წარმოება;
- პროექტის გუნდის სრული ადმინისტრაციული მხარდაჭერა
- ფაილინგ სისტემის მოწესრიგება და კონტროლი;
- საპროექტო დოკუმენტაციის ჩანაწერების შენახვა/დაარქივება
- საჭიროების შემხვევაში დოკუმენტაციის ინგლისურიდან-ქართულად და ქართულიდან ინგლისურად თარგმნა;
- შეხვედრების ოქმების წარმოება და მონაწილე მხარეთათვის მიწოდება;
- დღის წესრიგისა და შეხვედრების ორგანიზება;
- სატელეფონო ზარების ადმინისტრირება;
- ადმინისტრაციის მიერ დაკისრებული პოზიციასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულება.
ანაზღაურება:
- 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე.
წარმატებებს გისურვებთ!