Standart

ბაზრის ანალიტიკოსი

29 September - 29 October
Details
Address
გია ჭანტურიას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 18:00
Languages
ქართული, English
Experience
1-2 years
Education
Bachelor

Vacancy description

„ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აცხადებს ვაკანსიას ბაზრის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

 „ჯი-ემ-თი გასტრონომია“ აერთიანებს განსხვავებული კონცეფციის ოთხ სარესტორნო სივრცეს. მის შემადგენლობაში შედის ფუნიკულიორის კომპლექსი, სახაბაზო „პური გულიანი“, გასტრონომიული დუქანი „რიგი“ და „პური გულიანი ექსპრესი“.

კომპანიის მთავარი ამოცანაა სტუმარმასპინძლობის სფეროში საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ახალი და მრავალფეროვანი პროექტისა და სერვისის შეთავაზება, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნა.

სამუშაო გრაფიკი - 10.00-18.00 სთ
სამუშაო ადგილი - ჭანტურიას 6/2

ძირითადი მოვალეობები: 

  • სფეროს განვითარების კვლევა; მუდმივი მონიტორინგი და შედარებითი ანალიზი;
  • მონაცემების შეგროვება, ანალიზი და ანალიტიკური ანგარიშების მომზადება; 
  • კვლევის, შეფასებისა და კონსულტაციების დოკუმენტირება;
  • კვლევის დიზაინის შემუშავება, დანერგვა, ანალიზი;
  • კვლევითი ინსტრუმენტების შემუშავება;
  • მონაცემთა დამუშავება სტატისტიკური ანალიზის საშუალებით;
  • მონაცემთა ვიზუალიზაცია;
  • კვლევითი ანგარიშების შემუშავება; რეკომენდაციების შემუშავება და მენეჯმენტთან წარდგენა;
მოთხოვნები:

  • განათლება ფინანსური/ ეკონომიკური ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება 1  წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
  • უცხო ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;  
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:

  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება HR დეპარტამენტსა და გენერალურ მენეჯმენტთან;
გისურვებთ წარმატებას!
Location
გია ჭანტურიას ქუჩა, თბილისი, საქართველო
29 September - 29 October