Standart

გრაფიკული დიზაინერი

03 October - 02 November
Details
Address
2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
10:00 - 19:00
Languages
ქართული, English
Experience
2-3 years
Skills
ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი

Vacancy description

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ძირითადი მოვალეობები:

  • გრაფიკული დიზაინის შექმნა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის
  • გრაფიკული დიზაინის შექმნა პოლიგრაფიული მასალისთვის
მოთხოვნები:

  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით
  • აუცილებელია შემდეგი პროგრამების ცოდნა - Adobe Photoshop, Adobe Illustrator (ნებისმიერი შემდეგი პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად After Effect, Adobe Premiere, Adobe Animate, 3D Max, Cinema 4D)
  • ქართულად გამართული წერა
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • შემოქმედებითი ხედვა, კრეატიულობა
  • ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • დავალების სწორად გაანალიზების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა, დავალებების დროულად ჩაბარების უნარი
პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით;
  • ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV.

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
03 October - 02 November