თბილისში მდებარე 4 ვარსკვლავიანი ბუტიკური სასტუმრო The Grove Design Hotel აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სასტუმროს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.grovedesignhotel.com/
მისამართი: თბილისი, კვინიტაძის ქ. N 8
სამუშაო გრაფიკი: 09:00 AM – 18:00 PM (ორშაბათი-პარასკევი).
დამატებითი ბენეფიტები: კომპანიის მიერ უზრუნველყოფილი კვება და დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის მიზნებსა და ბიზნეს სტრატეგიაზე დაყრდნობით გაყიდვების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბაზრის ანალიზი, სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მოძიება გაყიდვების სტიმულირების მიზნით;
პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და დამუშავება;
არსებული მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება, მათ კმაყოფილებაზე ზრუნვა და დროული უკუკავშირის დაბრუნება;
პოტენციურ მომხმარებლებთან (B2B, B2C) კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით და კომპანიის პროდუქტების შეთავაზება;
დაინტერესებული მომხმარებლების იდენტიფიცირება, მოლაპარაკების წარმოება და შეხვედრების ორგანიზება;
გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების და სხვადასხვა ტიპის კორესპონდენციის მომზადება;
გაყიდვების დინამიკისა და ტენდენციების ანალიზი და პერიოდული რეპორტების მომზადება;
მჭიდრო კომუნიკაცია და თანამშრომლობა სასტუმროს FO გუნდთან და მათი მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში;
პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საჭირო უნარები/კვალიფიკაცია:
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს სფეროში (გამოცდილება სასტუმროს სფეროში ჩაითვლება უპირატესობად);
ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
დეტალებზე ორიენტირება;
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.
დეტალები
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
უნარები
ეფექტური კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი