Standart

ღამის ადმინისტრატორი

07 October - 06 November
Details
Address
37 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
21:00 - 09:00
Languages
ქართული, English

Vacancy description

“ტერმინალი” არის მულტიფუნქციური სამუშაო სივრცე მათთვის, ვისი მიზანიც პროგრესი და განვითარებაა.
 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:  https://www.terminal.center/

“ტერმინალი“ აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.  ამ პოზიციისთვის ვეძებთ მეგობრულ და მომხმარებლებზე ორიენტირებულ კანდიდატებს, რომლებიც მზად არიან ენთუზიაზმით დახვდნენ სტუმრებს და მონაწილეობა მიიღონ სივრცის ყოველდღიურ პროცესებში. 

მისამართი: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის 37მ

სამუშაო საათები: 21:00 PM – 09:00 AM, 15 სამუშაო ღამე თვის განმავლობაში;

ძირითადი მოვალეობები:

  • სივრცის წევრებისა და ვიზიტორების მიღება;
  • თანხის მიღება, გადახდის გატარება და შესაბამისი პროცედურის წარმართვა;
  • ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება - დოკუმენტაციის წარმოება, კორესპონდენციის მართვა;
  • პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა;
  • სივრცის წევრებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების დადგენა და მეგობრული/სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნაზე ზრუნვა;
  • გუნდის მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობებში.
ვეძებთ კანდიდატს, რომელიც არის:

  • მომხმარებლებზე ორიენტირებული;
  • მეგობრული;
  • შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურად;
  • შეუძლია გუნდური მუშაობა.
დამატებითი ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სავალდებულო საპენსიო შენატანის უზრუნველყოფა.
თუ ეს ყველაფერი თქვენთვის საინტერესოა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება  მოხდება მხოლოდ შერჩევის პროცესთან დაკავშირებული მიზნებისთვის. 
07 October - 06 November