მიმტან-ბარმენი

07 October - 06 November
Details
Address
Martkofi St, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Skills
კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა, გუნდური მუშაობის უნარი

Vacancy description

სასტუმრო Clocks hotel იწვევს მოტივირებულ პირებს მიმტან-ბარმენის პოზიციაზე.

 

თუ გსურთ გამოიყენოთ თქვენი ცოდნა პრაქტიკულად რაც შეიძლება სწრაფად, გახდეთ კომპეტენტური გუნდის წევრი, მიიღოთ სამუშაო გამოცდილება სასტუმრო სფეროში და გააფართოვოთ თქვენი პიროვნული და პროფესიული მასშტაბები,  მაშინ შემოგვიერთდით. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა შეიტანოთ თქვენი წვლილი ჩვენი ორგანიზაციის წარმატებაში და განვითარდით ჩვენთან ერთად.  

 

CLOCKS HOTEL Tbilisi გახლავთ ახალი  65 ნომრიანი, 4 ვარსკვლავიანი  სასტუმრო თბილისის ისტორიულ უბანში. სასტუმროში დანერგილია საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტები და პრაქტიკები, მათ შორის, შენობის გეგმარების, უსაფრთხოებისა და  მენეჯმენტის ნაწილში. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და გამორჩეულია განსაკუთრებული კონცეფციითა და დახვეწილი დიზაინით.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

 

პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:

 

  • ალკოჰოლური და უალკოჰოლო კოქტეილების მომზადება და სტუმრების გამასპინძლება  სტანდარტის შესაბამისად;
  • სტუმრისთვის მენიუს გაცნობა და კერძების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • რესტორნის ფუნქციონირების შესაბამისი პროგრამული და ფინანსური ოპერაციების ცოდნა / ჩატარება;
  • პირადი ჰიგიენის წესებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • შეკვეთის აღება და სტუმრისათვის კერძის დროული მიწოდების კონტროლი;
  • სტუმრის  კმაყოფილების გადამოწმება, კომუნიკაცია და მათთვის პოზიტიური გარემოს შექმნა
  • ბარისა და რესტორნის  სივრცის სისუფთავის და წესრიგის დაცვა;
  • დაგეგმილი კონფერენციების, ღონისძიებების მომსახურება;

პიროვნული უნარები:

 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ან პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა, (სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

ჩვენ გთავაზობთ:

 

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
  • კარიერული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას (კარიერული განვითარება გულისხმობს სასტუმროს კვებისა და სასმელების სპეციფიკის შესწავლა,  კარიერული ზრდა მოიცავს სხვა პოზიციებზე დაწინაურებას, როგორიცაა კვებისა და სასმელების დეპარტამენტის სუპერვაიზორი კვებისა და სასმელების მენეჯერი)

კომპანია არის სწრაფად მზარდი თანაბარი შესაძლებლობების დამსაქმებელი მართვის ევროპული სტანდარტებით. ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის თუ ასაკის, სტატუსის თუ კუთვნილების, ან სხვა შეხედულების გამო.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 7 ნოემბერი.

 

გისურვებთ წარმატებებს და ველით თქვენთან შეხვედრას!

Category
Tourism
Location
Martkofi St, თბილისი, საქართველო
07 October - 06 November