რუმ სერვისის მიმტანი - რუმს თბილისი

14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
11 October - 10 November

Vacancy description

სასტუმრო "რუმს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რუმ სერვისის მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრის შეკვეთების მიღება და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა; 
  • დროულად ალაგების და ურიკების გატანის უზრუნველყოფა;
  • მენიუში შემავალი სასმელებისა და საკვების შემადგენლობების ზედმიწევნით ცოდნა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციის გაწევა. 
  • სამუშაო ადგილას სისუფთავის შენარჩუნება.
  • სამზარეულოს, შეკვეთის მიმღებსა და სერვისის გუნდის წევრებს შორის სწორი კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
  • სტუმრის კომენტარების გათვალისწინება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები: 

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • განათლება კვებისა და სასმელის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული საუბარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Details
Languages
ქართული, English
Skills
ეფექტური კომუნიკაციის უნარი, დეტალებზე ორიენტირებული
About Employer
Category
Horeca, Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
11 October - 10 November