Standart

რეგიონალური მენეჯერი

11 October - 10 November
Details
Address
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Full time
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
3-5 years
Education
Bachelor
Skills
დროის ეფექტიანად მართვის უნარი, სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

Vacancy description

"ევექსის კლინიკები" აცხადებს შერჩევას რეგიონალური მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო განრიგი: 8 საათიანი, 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

  • რეგიონში არსებული CC კლინიკების ბიზნეს პროცესის ხელშეწყობა, განვითარება და მონიტორინგი;
  • ბიზნეს ერთეულების ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა; დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულება და შემოსავლების ზრდის უზრუნველყოფა;
  • დადგენილი პერიოდულობით, ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად, კლინიკების მოგება-ზარალის მონაცემების ანალიზი;
  • კომპანიაში შემუშავებული ახალი პროდუქტების დანერგვა და გაყიდვების გეგმის შესრულება;
  • რეგიონში კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
  • ბიზნეს ერთეულების ფუნქციონირების ანალიზის საფუძველზე, სამედიცინო თუ არასამედიცინო პროდუქტების/სერვისების დამატების ან/და არსებულის განვითარების საჭიროების შესწავლა, ბიზნეს პროექტის შემუშავება და კომიტეტისთვის წარდგენა;
  • CC კლინიკებში პერიოდული ვიზიტების განხორციელება;
  • კლინიკებში მიმდინარე სამუშაო პროცესების მონიტორინგი;
  • რეგიონის CC კლინიკების სამედიცინო საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სალიცენზიო და სანებართვო ნორმებთან  შესაბამისობის  უზრუნველყოფის პროცესის ზედამხედველობა;
  • ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა  და ცვლილებებზე დროული რეაგირება;
  • საკანონმდებლო სიახლეების შესახებ კლინიკების დროული ინფორმირება;
  • კომპანიის სათავო ოფისში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ, ქსელის ინფორმირება;
  • ქსელში შემუშავებული სტანდარტების, პროცედურების/პროცესების დანერგვისა და შესრულების მონიტორინგი;
  • სერვისის უწყვეტობის უზრუნველყოფა და პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დროული რეაგირება;
  • პაციენტის რეფერირების პროცესის ანალიზი და კლინიკის მენეჯერებთან უკუკავშირი;
  • საკუთარი საქმიანობის არეალში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერების რეფერირების პროგრამაში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმირება;
  • CC კლინიკებში შესყიდვების პროცესის მონიტორინგი და არასტანდარტული შესყიდვების დადასტურება;
  • CC კლინიკებში არსებულ საჭიროებებზე დროული რეაგირება; სათავო ოფისის ან გარე სერვისების მომწოდებლებისგან შესაბამისი მომსახურების მიღება;
  • კლინიკებისთვის საჭირო ადამიანური რესურსების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • შესრულებული სამუშაოს ანალიზი და პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის ან სამედიცინო მიმართულებით;
  • სასურველია მაგისტრის ხარისხი;
  • სასურველია რელევანტური მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, 2 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  •  პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  •  პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
  •  ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  •  დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  •  ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება;
  •  შედეგზე ორიენტაცია;
  •  ორგანიზებულობა;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  •  თანამედროვე ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 ნოემბერი  2022 წ.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/1axcLA

"ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Category
Medical
Location
40 ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
Socials
11 October - 10 November