იურისტი

11 ოქტომბერი - 10 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
9 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
5+ წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი, პრობლემის იდენტიფიკაციისა და გადაჭრის უნარი

ვაკანსიის აღწერა

ქრაუნ პლაზა ბორჯომი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: თბილისი
პოზიციის დასახელება: იურისტი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის სრული იურიდიული მხარდაჭერა, მათ შორის:
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი ექსპერტიზა, სამართლებრივი რისკების განსაზღვრა, არსებობის შემთხვევაში სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრა, შესაბამისი ანგარიშის/დასკვნის მომზადება სამომავლოდ სამართლებრივი ხარვეზების გამორიცხვის მიზნით;
  • კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებათა, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების ან/და სხვა დოკუმენტაციის მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა; ხელშეკრულების ან/და სხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადების მიზანშეწონილობისა და სამართლებრივი რისკების არსებობის განსაზღვრა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების კონტროლი და კომპანიის საქმიანობაში, შესაბამისი ცვლილებების ასახვის დაგეგმვა/კოორდინაცია;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება როგორც ქართულ, ასევე რუსულ და ინგლისურ ენებზე;
  • კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მართვა, სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება, განახლება, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა და ა.შ.;
  • კომპანიის სტრუქტურაში არსებული სამსახურების, დეპარტამენტების და განყოფილებების თანამშრომლებისთვის კვალიფიციური ზეპირი ან/და წერილობითი იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მისი უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში; 
  • ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების განხილვასა და კორესპონდენციების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • წინასახელშეკრულებო მოლაპარაკებების წარმოება;
  • მიმართვების, წერილების, ასევე სხვა კორესპონდენციის მომზადება და იურიდიულად გამართვა;
  • სასამართლო და სააღსრულებლო წარმოების პროცესის მართვა და ზედამხედველობა;
  • ახალი სუბიექტების (მშ. კოპანიები) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაცია;
  • შრომითი სამართლიდან გამომდინარე შრომითი ხელშეკრულებების გამართვა და მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი);
  • კორპორაციულ სამართლებრივ სფეროში და სამართლბრივ დოკუმენტაციასთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. ინგლისურ და რუსულ ენოვან დოკუმენტაციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასამართლო წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სპეციალიზაციით) ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

  • აკადემიური წერის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე/CV.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მისამართი
ბარათაშვილის ქუჩა, ბორჯომი, საქართველო
სოციალური ქსელები
11 ოქტომბერი - 10 ნოემბერი