ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი

48 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
2-3 წელი
13 ოქტომბერი - 01 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

მოდისა და სილამაზის სფეროში ცნობილი ევროპული და ამერიკული ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია “NABU” აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი;
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე (შაბათი და კვირა დასვენება);
ანაზღაურება: 1500 ლარი, შემდეგ ხელფასის ზრდა დამოკიდებულია კანდიდატის  კვალიფიკაციაზე, გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე;
ოფისის ადგილმდებარეობა: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი.

იმ შემთხვევაში თუ არ აკმაყოფილებთ ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ,  ნუ გამოაგზავნით თქვენს რეზიუმეს.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • გამოცდილება ლოჯისტიკისა და იმპორტის სფეროში;
  • ინგლისური ენის ცოდნა - C1 Advanced ან მინიმუმ B1 (წერა, კითხვა, საუბარი), სხვა შემთ ხვევაში ნუ  გამოაგზავნით რეზიუმეს;
  • შესაბამის პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება 2-3 წელი;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Outlook, MS Word, Internet, MS Excel (აუცილებელია);
  • ასაკი 30 წელი და ზემოთ.
ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
  • გასული და შემოსული წერილების/დოკუმენტაციის მიღება/გაგზავნა;
  • უცხოელ (ევროპელ და ამერიკელ) მომწოდებლებთან წერილობითი და სატელეფონო    კომუნიკაცია;
  • დოკუმენტაციის კონტროლი და შესაბამის პირთან გადამისამართება (საბაჟო დოკუმენტაცია,
  • ინვოისები);
  • შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა;
  • შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირების კონტროლი;
  • საოფისე მარაგების მართვა, საჭიროების შემთხვევაში, საოფისე ინვენტარის შევსებაზე ზრუნვა;
  • სხვა საოფისე საქმიანობა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ლოგიკური, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ორგანიზებულობა.
გთხოვთ , დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით.

რეზიუმე ფოტოს გარეშე არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას !
დეტალები
ხელფასი
1500 ₾
ენები
ქართული, English
გამოცდილება
2-3 წელი
უნარები
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ლოგიკური, ანალიტიკური და კრეატიული აზროვნების უნარი
დამსაქმებლის შესახებ
13 ოქტომბერი - 01 ნოემბერი