ტელეგაყიდვებისა და ტელემარკეტინგის სტარტაპ კომპანია ,,ტელ:მი'' აცხადებს ვაკანსიას ტელეგაყიდვების პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა გუნდის წევრებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ, მრავალწლიან გამოცდილ, გაყიდვების პროფესიონალებთან ერთად, სწრაფად მზარდ გარემოში. კომპანია მუდმივად იზრუნებს თქვენს კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სხვა და სხვა ექსპერტებისაგან სისტემატიური ტრენინგებითა და კონკრეტულ ქეისებზე რჩევებით. მაქსიმალურად ვიზრუნებთ, რომ ჩამოვაყალიბოთ პროდუქტების გაყიდვის მულტიფუნქციური ხედვა. ტელეგაყიდვებს უმნიშვნელოვანესი როლი უკავია, მომხმარებლისგან ლოიალურობის მოპოვების ხარჯზე, კომპანიის შემოსავლების მაქსიმალურ ზრდაზე. გახსოვდეს, რომ საკმარისია იყო თავაზიანი, მეგობრული და სასიამოვნო მოსაუბრე.
„ტელეგაყიდვები“ - ვალდებულებები და პასუხისმგებლობები:
- პარტნიორების ბიზნეს ოპერირებასთან დაკავშირებული ზარები ხორციელდება, მხოლოდ კომპანიის კუთვნილებაში არსებული კორპორატიული ნომრებით.
- პარტნიორის ბაზაში არსებულ ან პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირება, პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმირება/გაყიდვა, წინასწარ გაწერილი სკრიპტის დახმარებით.
- ამომწურავად ცოდნა პროდუქტისა თუ სერვისის, რომლის შეთავაზებასაც აპირებ მომხმარებლისთვის.
- მომხმარებლის მხრიდან, პარტნიორის პროდუქტსა ან კომპანიის შესახებ კითხვებზე, ამომწურავი პასუხების გაცემა.
- კომუნიკაციისას დასვით კითხვები, რათა უკეთ გაიგოთ მომხმარებლის მოთხოვნილებები და დააკავშიროთ მათთვის სასურველ პროდუქტებთან.
- ინფორმაციის შეგროვება, გაძლევს პრიორიტეტს მომხმარებელს მიყიდო პროდუქტი ჯაჭვურობის პრინციპით.
- საჭიროების შემთხვევაში, ჩავუნიშნოთ შეხვედრები გაყიდვების ფოკუს ჯგუფს.
- ლიდთან დაკავშირებული ნებისმიერი განახლების შეყვანა, სამუშაო ფაილში.
- ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მომხმარებლის უკუკავშირის მყისიერი მიწოდება გუნდის ლიდერისთვის.
- მომხმარებელთან პასუხისმგებლობის აღებისას და შესრულების პროცესში, იყავი მაქსიმალურად ფრთხილი.
- მყისიერად მოუგვარე პრობლემა, გაცხარებულ მომხმარებელს, რათა რეპუტაცია არ შეელახოს ჩვენს და პარტნიორ კომპანიას.
- მაქსიმალურად ეცადე, გადამეტებით შეასრულო დღიური გაყიდვების გეგმა, რათა საგრძნობლად გადააჭარბო საერთო გეგმას.
„ტელეგაყიდვები“ - მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
- ბაკალავრიატის დიპლომი, ბიზნესის ან მარკეტინგის დარგში.
- გაყიდვებში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად.
- გამართული მეტყველება და სასიამოვნო სასაუბრო ხმის ტონი.
- ინგლისურის ან რუსულის სალაპარკო დონეზე ცოდნა.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
- სკრიპტით საუბარი ისე, რომ არ ჟღერდეს წაკითხულივით.
- მომხმარებლის უარის სწორი მიმღებლობა.
„ტელეგაყიდვები“ - პიროვნული თვისებები:
- დავალებული საქმისადმი პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- ეფექტური და მიზანზე ორიენტირებული მუშაობის სტილი.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების სწორად გადანაწილების უნარი.
- პუნქტუალური და შრომისმოყვარე.
- გუნდურად მუშაობის უნარი.
კომპანია „ტელ:მი“ - გთავაზობთ:
- მუდმივ გადამზადებასა და გაყიდვებში კვალიფიკაციის ამაღლებას.
- გაყიდვებიდან მიღებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს.
- ანაზღაურება: გამომუშავებით საშუალოდ - 1500 ლარი.
- კარიერული წინსვლა.
ოფისში გელოდებათ კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მუდმივად იზრუნებს, თქვენს წარმატებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე.