უძრავი ქონების საინვესტიციო მრჩეველი

რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
20 ოქტომბერი - 19 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

Bene Comfort-ი არის უნივერსალური და პროგრესული კომპანია, რომელიც დაფუძნების დღიდან ცდილობს საქართველოს უძრავი ქონების სფეროში ხარისხის ამაღლებას, საინტერესო პროდუქტისა და თანამედროვე სერვისის შექმნას ბაზარზე.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 30-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოში ქალაქ თბილისში.

კომპანიის მთავარი მიზანი და მისწრაფებაა განავითაროს უძრავი ქონების სფერო საქართველოში თანამედროვე, დახვეწილი და პროფესიონალური მიდგომების გამოყენებით.

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარიდან 12000 ლარამდე.

Bene Comfort-ი გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

  • უფასო გადამზადება და ტრენინგები
  • პიროვნული და პროფესიული განვითარება
  • მზარდი ანაზღაურების სისტემა
  • კარიერული წინსვლა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • იდეალური სამუშაო სივრცე და კომფორტული გარემო
  • ტურები ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.
მოვალეობები:

  • პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
  • უძრავი ქონების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქტის ანალიზი და ოპტიმიზაცია
  • ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა.
მოთხოვნები:

  • სასურველია (არა სავალდებულო) გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში
  • ინგლისური ენის ცოდნა (საკმარისია B2 დონეც)
  • გამართული მეტყველება
  • ინდივიდუალიზმი
  • კრეატიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
თუ გსურს შენი დროის სწორად დაბანდება, საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია, პიროვნული განვითარება და გაყიდვების სფეროს დაუფლება, ეს პოზიცია ზუსტად შენთვისაა. 

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
დეტალები
ხელფასი
1200-12000 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English
უნარები
ინდივიდუალიზმი, გამართული მეტყველება, კრეატიულობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
გაყიდვები, მშენებლობა
მისამართი
რამაზ ჩხიკვაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
20 ოქტომბერი - 19 ნოემბერი