შპს „ევროჰოუმ მარკეტი“ აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: მცხეთა
სამუშაო გრაფიკი: თქვენზე მორგებული
ანაზღაურება: 900 დან - 1000 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომლების ხელმძღვანელობა
- სავაჭრო დარბაზში თანამშრომლების მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
- სასაქონლო ასორტიმენტის და მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
- საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
- დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი სავაჭრო დარბაზში უხარისხო, ვადაგასული და წუნდებული საქონლის არსებობის თავიდან აცილების მიზნით;
- სალაროს წარმოება - მოლარის სამუშაო ცვლის ბოლოს სალაროში არსებული თანხის მითვლა, ნაშთების კონტროლი და შენახვა დადგენილი წესების გათვალისწინებით და დაცვით;
- სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
- სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- მართვის და ორგანიზების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!