რეგისტრატორი

სანდრო ეულის ქუჩა, თბილისი
26 ოქტომბერი - 25 ნოემბერი

ვაკანსიის აღწერა

კლინიკა „რეიმანი“ აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • პაციენტებთან გულთბილი შეხვედრა, მათთან პროფესიულ, გასაგებ ენაზე საუბარი;
  • პაციენტის მიღება, პროგრამაში რეგისტრაცია და საჭიროებისამებრ გადამისამართება;
  • აქტიური მოსმენა და ეფექტური რეაგირება;
  • პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
  • სალაროს ოპერაციების განხორციელება: თანხის მიღება და გაცემა, შესაბამისი დოკუმრენტაციის წარმოება, სალაროს ჩაბარება და გადაბარება;
  • დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
  • ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და რეაგირება საჭიროებისამებრ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)

ცოდნა, უნარები:


  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
  • დროის მენეჯმენტი;
  • კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო პირობები:


  • სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი (ორშაბათიდან კვირის ჩათვლით)
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: 7 სანდრო ეულის ქუჩა, 0186, თბილისი

შერჩევის ეტაპები:


  • მიღებული რეზიუმეების გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:


  • პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას.  

კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge


თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ  CV.


გაცნობებთ, რომ კლინიკა „რეიმანი“  ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

დეტალები
ენები
ქართული, English, Русский
უნარები
ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი, გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
სამედიცინო
მისამართი
სანდრო ეულის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
26 ოქტომბერი - 25 ნოემბერი