სტანდარტული

სერვის კოორდინატორის მოსამზადებელი პროგრამა

27 ოქტომბერი - 10 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English

ვაკანსიის აღწერა

ტერაბანკი „Next Generation” პროგრამის ფარგლებში აცხადებს მიღებას თბილისში სერვის კოორდინატორის მოსამზადებელ პროგრამაზე. პროექტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც კარიერის დაწყება და განვითარება სურს საბანკო სფეროში.

“Next Generation” პროგრამა შედგება თეორიული სწავლებისა და სტაჟირების კურსისგან, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ, კანდიდატი პირველ ეტაპზე დასაქმდება სარეზერვო თანამშრომლად და წარმატების შემთხვევაში, ექნება ტერაბანკში წინსვლის შესაძლებლობა.

პროგრამის პირობები:

  • სასიამოვნო სამუშო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • თეორიული და პრაქტიკული მომზადების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, დასაქმება სარეზერვო თანამშრომლად, ანაზღაურება - 400 ლარი
ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის პირველადი კონსულტაცია და ბანკის პროდუქტების გაცნობა
  • მომხმარებლისთვის სწრაფი გადახდის  აპარატის სერვისით სარგებლობის შეთავაზება
ეს პროექტი არის შენთვის: 

  • თუ ფლობ ინგლისურ ენას სასაუბრო დონეზე
  • თუ გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი და ხარ განვითარებაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 10 ნოემბერს 18:00 სთ-მდე.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. 

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი, საქართველო
27 ოქტომბერი - 10 ნოემბერი