სტანდარტული

წარმოების ქსელის მთავარი ტექნოლოგი

31 ოქტომბერი - 15 ნოემბერი
დეტალები
მისამართი
1 ფარნავაზ მეფის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
5+ წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
ორგანიზებულობა და დისციპლინა, დეტალებზე ორიენტირების უნარი

ვაკანსიის აღწერა

გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას წარმოების ქსელის მთავარი ტექნოლოგის პოზიციაზე:

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ქსელური წარმოების სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება;
  • წარმოებისათვის აუცილებელი ნორმატიული და მეთოდური მასალების ცოდნა;
  • ტექნოლოგიური ბარათების შემუშავება; ტექნოლოგიური ბარათების მიხედვით პროდუქციის წარმოების კონტროლი;
  • კალკულაციაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების საკალკულაციო ბარათში ასახვა;
  • არსებული კერძების რეცეპტების დოკუმენტაციის შედგენა;
  • მზა პროდუქციის წარმოების ნორმების, ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავება;
  • პროდუქტის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის გაწერა;
  • რეცეპტისათვის აუცილებელი პროდუქციის მიწოდების კონტროლი;
  • ახალი კერძების რეცეპტების დამუშავება; ახალი პროდუქციის საწარმოო კალკულაცია; ახლადშექმნილი პროდუქციის კალორაჟისა და ენერგეტიკული ღირებულების განსაზღვრა და დოკუმენტაციის შედგენა;
  • ყოველკვირეული მენიუს შემუშავება/ქსელში ჩაშვება;
  • პროდუქციის წარმოების ნორმების დარღვევის მიზეზების ანალიზი;
  • წუნდებული პროდუქციის წარმოების მიზეზების ანალიზი, ხარვეზების აღმოფხვრის ზომების შემუშავება;
  • ნედლეულის ხარისხის, ვარგისიანობის (ვადა, ტემპერატურა) კონტროლი;
  • თანამედროვე დანადგარების ფლობა/გამოყენება;
  • წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ჰიგიენის კონტროლი;
  • ყოველთვიური ანგარიშების წარმოება;
  • პროცესების ოპტიმიზაციის მიზნით შეთავაზებების მუდმივი მომზადება/მიწოდება გენერალური დირექტორისათვის;
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით;
  • მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; გამოცდილება კვების  ტექნოლოგიების ორგანიზების მიმართულებით (მინიმუმ 3 მაშტაბური პროექტის განხორცილების გამოცდილება);
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა (სავალდებულო);
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
დამატებითი ინფორმაცია:

  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება გენერალურ დირექტორთან;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV.

განაცხადის შემოტანის ბოლო  ვადაა 15 ნოემბერი, 2022 წელი, 24:00 საათი. დაგვიანებით შემოსული განაცხადები არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

მისამართი
1 ფარნავაზ მეფის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
31 ოქტომბერი - 15 ნოემბერი