Standart

გაყიდვების კონსულტანტი

02 November - 02 December
Details
Address
ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
Salary
900 ₾ + Bonus
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
2-3 years
Skills
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი

Vacancy description

მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვანი პრემიუმ  ბრენდების,  ოფიცალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია NABU, 25 წლიანი გამოცდილებით , ახალი, ძალიან საინტერესო და მასშტაბური პროექტისთვის “ NEW TREND SHOPPING DESTINATION “  ეძებს ახალ კადრებს, კერძოდ გაყიდვების  კონსულტანტს

იძებნებიან  კრეატიული ადამიანები, ვისი ინტერესის სფეროც არის მოდა და აქვთ სურვილი განვითარდნენ ამ მიმართულებით, აქვს ძალიან კარგი გემოვნება, ერკვევა ლუქს კლასის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებში, თვალს ადევნებს საერთაშორისო მოდის კვირეულებს, სეზონურ ტენდეციებს.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, ცვლებში:
10:00 -19:00
13:00- 22:00

ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევა

შერჩევის ფორმა: გასაუბრება

გთხოვთ ნუ გამოაგზავნით რეზიუმეს რომელიც არ აკმაყოფილებს  მოთხოვნებს

აუცილებელი მოთხოვნა 

  • ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო მოდის ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების კარგი ცოდნა, სტილისა  და ფერის შეგრძნება, კრეატიულობა და კარგი ხედვა
  • სასურველი ასაკი: 30 + (ასაკობრივი ზედა ზღვარის, სქესისა და სხვა შეზღუდვის გარეშე)
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. ინგლისური და სხვა უცხო ენები- კარგი, თავისუფალი საკომუნიკაციო დონე
ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით მომხმარებლისათვის კვალიფიციური მომსახურეობის და კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის მოწესრიგება, მაღაზიის ვიზუალზე ზრუნვა
  • მომხმარებლისათვის პროდუქციის ეფექტური შეთავაზება, გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა
  • მაღაზიის ყოველდღიური მუშაობის პროცესში ჩართულობა .
პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას !
02 November - 02 December