Standart

მოლარე-ოპერატორი

04 November - 11 November
Details
Address
რუსთაველის გამზირი, ბათუმი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები

Vacancy description

ტერაბანკი ბათუმში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ტერაბანკი 22  წელია, რაც ქართულ საბანკო სექტორში მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს და ბიზნესისა და საცალო მომსახურების სეგმენტებს უმაღლესი სტანდარტების საბანკო მომსახურებას სთავაზობს. 

შემოგვიერთდი გარემოში, სადაც ხელს შეგიწყობთ, იყო გამბედავი და წინსვლაზე ორიენტირებული, წარმოაჩინო შენი ინდივიდუალიზმი და უნიკალური უნარები, თამამად გამოხატო საკუთარი იდეები და ინიციატივები.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმის ფილიალი
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩთ.: 10:00 სთ-18:00 სთ; შაბათს: 10:00 სთ-14:00 სთ
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ბონუსი 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ნაღდი და უნაღდო  ოპერაციების შესრულება 
  • ფულადი გზავნილების მიღება/გაგზავნა
  • ფიზიკური პირების ანგარიშის გახსნა
  • კლიენტების საოპერაციო პროდუქტებით მომსახურება
  • პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
პოზიციისთვის განსაზღვრული მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება 
  • მოლარე-ოპერატორის ან მოლარის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
  • საოფისე კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე 
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • ყურადღების კონცენტრაციის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 11 ნოემბრის 18:00 სთ-მდე.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. 

ტერაბანკი გისურვებთ წარმატებას!
Location
3 ქეთევან დედოფალის გამზირი, თბილისი, საქართველო
04 November - 11 November