სტანდარტული

აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

04 ნოემბერი - 04 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო, თბილისი
ხელფასი
950-1150 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
უნარები
დისციპლინირებულობა;, მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა

ვაკანსიის აღწერა

ს.ს. "სილქნეტი" აცხადებს ვაკანსიას, აბონენტთა ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული  950-1150 ლარი (GROS) + ბონუსი.

სამუშაოს აღწერა:

  • აბონენტის სატელეფონი ზარის მიღება და ტექნიკური დახმარების გაწევა;
  • კომპანიის ინტერნეტ, სატელევიზიო და ტელეფონის სერვისების პირველადი ტექნკური დახმარება, დიაგნოსტიკა და რეაგირება - როგორც აბონენტის შიდა ქსელის მოწყობილობების (Modem, ONT, WI-FI, AP...) ისე კომპანიის სასადგურე მოწყობილობების (DSLAM, OLT...) მხარეს;
  • აბონენტებისათვის მათ კომპიუტერებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა;
  • აბონენტების კონსულტირება კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე;
  • საჭიროებისამებრ, აბონენტის ინფორმირება კომპანიის სხვადსხვა სერვისებსა და პროცესებზე;
  • სამუშაო პროცესის შედეგების დაფიქსირება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • Windows - სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, გამართვა, დიაგნოსტიკა);
  • ზოგადი წარმოდგენა ქსელზე (ფიზიკური და ლოგიკური ქსელების მოწყობის პრინციპები, ადრესაცია ქსელში, ბაზური პროტოკოლები);
  • ოპერაციულ სისტემებში გამოყენებული ქსელის ნაწილის და უტილიტების ზოგადი ცოდნა (ping, nslookup, tracertroute...);
  • სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ინტერნეტ ბროუზერები,ანტივირუსები, სხვადასხვა უტილიტები...) მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:

  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა;
  • მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • დისციპლინირებულობა;
  • პროფესიული განვითარების სურვილი;
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - SiknetJobs
მისამართი
პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპირო, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
04 ნოემბერი - 04 დეკემბერი