აბონენტის სატელეფონი ზარის მიღება და ტექნიკური დახმარების გაწევა;
კომპანიის ინტერნეტ, სატელევიზიო და ტელეფონის სერვისების პირველადი ტექნკური დახმარება, დიაგნოსტიკა და რეაგირება - როგორც აბონენტის შიდა ქსელის მოწყობილობების (Modem, ONT, WI-FI, AP...) ისე კომპანიის სასადგურე მოწყობილობების (DSLAM, OLT...) მხარეს;
აბონენტებისათვის მათ კომპიუტერებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრაში დახმარების გაწევა;
აბონენტების კონსულტირება კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე;
საჭიროებისამებრ, აბონენტის ინფორმირება კომპანიის სხვადსხვა სერვისებსა და პროცესებზე;
სამუშაო პროცესის შედეგების დაფიქსირება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
Windows - სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, გამართვა, დიაგნოსტიკა);
ზოგადი წარმოდგენა ქსელზე (ფიზიკური და ლოგიკური ქსელების მოწყობის პრინციპები, ადრესაცია ქსელში, ბაზური პროტოკოლები);
ოპერაციულ სისტემებში გამოყენებული ქსელის ნაწილის და უტილიტების ზოგადი ცოდნა (ping, nslookup, tracertroute...);
სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ინტერნეტ ბროუზერები,ანტივირუსები, სხვადასხვა უტილიტები...) მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები:
ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა;
მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
დისციპლინირებულობა;
პროფესიული განვითარების სურვილი;
დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - SiknetJobs
დეტალები
₾
ხელფასი
950-1150 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
უნარები
დისციპლინირებულობა;, მომხმარებელთან ურთიერთობის უნარ-ჩვევა, ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი