Boncafé • ბონკაფე | თავის გუნდში იწვევს აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატს
მენეჯერის პოზიციაზე.
„ბონკაფე“ წარმოადგენს ადგილს, სადაც მომხარებელს ვთავაზობთ ყოველდღიური რაცინოს შემაგდენელ საკვებ პროდუქტებს. პურ-ფუნთუშეულს, მრავალფეროვან საუზმეებს, სხვადასხვა სახეობის ცხელ და ცივ კერძებს, დესერტებს. ცივ და ცხელ სასმელებს.
სამუშაო პირობები:
· სამუშაო ადგილი: თბილისი
· სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
· ანაზღაურება: ფიქსირებული+საბონუსე სქემა.
· თანამშრომლებისთვის 50%-იანი ფასდაკლება ნაწარმოებ პროდუქციაზე
· თანამშრომლის კვებით სარგებლობა
· დაზღვევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· უმაღლესი განათლება
· სარესტორნო და მომსახურების სფეროში 2 წლიანი გამოცდილება, მენეჯერულ პოზიციაზე.
· სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
· სააღრიცხვო პროგრამების ფლობა.
ძირითადი მოვალეობები:
· ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
· სერვისის პროცესის მონიტორინგი. შეფერხების შემთხვევაში დროული და ადეკვატური რეაგირება.
· ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვის მონიტორინგი.
· კერძების, სასმელების მომზადების ხარისხისა და ვიზუალის კონტროლი.
· სამუშაო განრიგების შედგენა და კონტროლი.
· თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და შეფასება.
· ახალი თანამშრომლების გადამზადება და სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის პროცესში ჩართულობა.
· თანამშრომლების ტრენინგი.
· მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შეკვეთების განთავსება/მონიტორინგი.
· ობიექტის მატერიალური და არამატერიალური აქტივის დაცვის ზედამხედველობა.
· ხარჯების ოპტიმიზაცია.
· სასაქონლო მარაგების ეფექტიანი მართვა.
· გეგმიური ინვენტარიზაციების წარმოება და ნაშთების კონტროლი.