Premium

საკრედიტო ოფიცერი - ფოთი

08 November - 08 December
Details
Address
ფარნავაზ მეფის ქუჩა, ფოთი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Experience
1-2 years
Education
Bachelor
Skills
ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი

Vacancy description

შპს მისო ბერმელი აცხადებს ვაკანსიას საკრედიტო ოფიცერის პოზიციაზე ქ. ფოთში

აუცილებელი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, სასურველი ფინანსებისა და ეკონომიკის მიმართულებით;
ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება საბანკო, საკრედიტო ან კორპორაციული ფინანსების სფეროში;
აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”).
 
ძირითადი მოვალეობები:

ბიზნეს, სამომხმარებლო და იპოთეკური სესხების დამუშავება/გაცემა;
პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
განაცხადის შევსება და მომხმარებლის შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
სესხის უზრუნველყოფის შეფასება;
დამუშავებული ინფორმაციის კომიტეტზე წარდგენა, გადაწყვეტილების გაცნობა და სესხის გაცემის პროცესის უზრუნველყოფა;
მომხმარებლებთან დაკავშირებული მთლიანი დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
გაცემული სესხის მიზნობრიობის შესრულების მეთვალყურეობა და კონტროლი;
მომხმარებლების მიერ გრაფიკის შესაბამისად გადახდების განხორციელების კონტროლი;
ვადაგადაცილებულ სესხებზე მუშაობა და ჯანსაღი პორტფელის შენარჩუნება;
საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა;
საკრედიტო საქმიანობის დამოუკიდებელი მუდმივი ანალიზი.
 
პიროვნული თვისებები:

ანალიტიკური აზროვნების უნარი;
დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული;
გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;
პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი.
 
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათაინი სამუშაო კვირა.

 ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ან დაგვიკავშირდით: +995 568 700 300,   +995 577 26 12 12

გისურვებთ წარმატებას!
08 November - 08 December