ბარმენი/დამხმარე ბარმენი

აბაშიძის ქუჩა, თბილისი
სრული განაკვეთი
08 ნოემბერი - 08 დეკემბერი

ვაკანსიის აღწერა

ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას ბარმენისა და დამხმარე ბარმენის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება და მათი მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში სტუმართან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
  • მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული სტუმრებისთვის;
  • ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
საჭირო მოთხოვნები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
ხელფასი:  

1100 ლარი +

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.

რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!

დეტალები
ხელფასი
1100 ₾
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
უნარები
პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დამსაქმებლის შესახებ
კატეგორია
ჰორეკა
მისამართი
ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
08 ნოემბერი - 08 დეკემბერი