სტანდარტული

ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

15 ნოემბერი - 15 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:30
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა, ე. ანდრონიკაშვილის N27.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • დეპარტამენტის ეფექტიანობის გაზრდისა და სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით, პროცესების ანალიზი, გამართვა და საჭიროების შემთხვევაში, სტანდარტების განახლება
  • კომპანიაში ლოჯისტიკური და საოპერაციო მიმართულებით პროცედურებისა და სტანდარტების შემუშავება და დანერგვა
  • სრული ლოჯისტიკური ციკლის  კოორდინაცია და მართვა
  • საქონლის შეკვეთების მიღების, გაგზავნის და მომხმარებელთან დროულად მიტანის დაგეგმვა და უზრუნველყოფა მიწოდების განყოფილების უფროსთან ერთად
  • სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის დროული და შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველყოფა
  • ავტომობილების მოძრაობის კოორდინირება და გადაადგილების მუდმივი კონტროლი, GPRS სისტემის მეშვეობით
  • მომარაგება-მიწოდების პროცესებთან დაკავშირებული ყველა სხვა საქმიანობის გამართულად წარმართვის უზრუნველყოფა
  • სასაწყობე მარაგებისა და საოპერაციო ნაშთების აღრიცხვა და კონტროლი
  • სფეროში არსებული სიახლეების, ტენდენციების შესწავლა და კომპანიაში დანერგვის უზრუნველყოფა
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ, პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ხარისხის შეფასება, მათ მიერ პროცედურებისა თუ გაიდლაინების შესრულების მუდმივი მონიტორინგი
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და შეფასება
  • საქმიანობის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების შესრულება
გამოცდილება:

  • სასურველია მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სადისტრიბუციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია 1C-ში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა:

  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ლოჯისტიკის მიმართულებით
  • საოპერაციო და ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, სავალდებულოა MS Excel
ანაზღაურება: შეთანხმებით.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 სთ-დან 18:30 სთ. შესვენება დღეში 1 საათი.

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებებს!
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
15 ნოემბერი - 15 დეკემბერი