სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
მოვალეობები:
სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
პროდუქციის ვადების შემოწმება;
პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლებთან ურთიერთობა;
განთავსებული პროდუქციის ვიზუალის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა.
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე,11:00-19:00 სთ.
დასვენება: კვირაში ორი დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 650 ლარი + ბონუსი + სამგაზრო თანხა თვეში 40 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).