სტანდარტული

მიწოდების სამსახურის თანამშრომელი - ბათუმი

15 ნოემბერი - 15 დეკემბერი
დეტალები
მისამართი
სულხან-საბა ორბელიანის ქ., ბათუმი
ხელფასი
900 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე, ბათუმში.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე საქმიანობას ეწევა 2002 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი, სულხან-საბა ორბელიანის 5.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • საწყობიდან გამოტანილი პროდუქციის მიღება-ჩაბარება;
  • საწყობთან პროდუქციის რაოდენობის დაზუსტება;
  • სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის დაზიანების გარეშე ჩატვირთვა/გადმოტვირთვისუზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო საშუალებაში პროდუქციის სწორად განლაგება;
  • წინასწარ განსაზღვრული ობიექტებისთვის პროდუქციის დროული მიწოდება;
  • ობიექტში შესატანი პროდუქციის ვიზუალური კონტროლი, უდეფექტო პროდუქციის მიწოდების მიზნით;
  •  ობიექტიზე პასუხისმგებელი პირისთვის (მენეჯერისთვის) პროდუქციის ჩაბარება, ზედნადების საფუძველზე.
მოთხოვნები:

  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, სამშაბათი-შაბათი : 09:00 – 18:00 სთ. დასვენების დღე კვირა-ორშაბათი, შესვენება დღეში 1 საათი.

ანაზღაურება: 900 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ მზად ხართ იმუშოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებებს!
მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
15 ნოემბერი - 15 დეკემბერი