Standart

IT დამხმარე

17 November - 01 December
Details
Address
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Education
Bachelor
Skills
პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი

Vacancy description

კომპანია „აჭარა ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას IT დამხმარის პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები:

  • დეპარტამენტის მენეჯერის და კოორდინატორის მიერ მიღებული დავალებების შესრულება;
  • ქსელის მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფა;
  • საქმიანი შეხვედრების და ტრენინგების ტექნიკური მხარდაჭერით უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • სასტუმროში არსებული პროგრამების და აპარატურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ქსელის და სხვა ინფორმაციისა და ფაილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა, იზოლირება და აღმოფხვრა;
  • ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად სერვის-პროვაიდერთან მჭიდროდ თანამშრომლობა;
დამატებითი მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის გამართულად ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 დეკემბრამდე.

მოცემულ აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
Category
Horeca
Tourism
Location
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
Socials
17 November - 01 December