ტექნოლოგიური კომპანია აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ნახევარ-განაკვეთზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გუნდთან ერთად ყოველთვიური გაყიდვების გეგმის და სტრატეგიის შემუშავება;
- კორპორატიული კლიენტების მოძიება, მათთან ზარების განხორციელება, მომსახურების შეთავაზება და საქმიანი ურთიერთობის დამყარება;
- კლიენტებისათვის შეთავაზების მიწოდება პროდუქტის დამატებითი სარგებლიანობის, მომსახურების მოქნილობის და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
- კორპორატიული კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მონიტორინგი;
- სამუშაო პროცესის დაგეგმვა და ანალიზი;
- შედეგებზე შიდა ანგარიშგებების მომზადება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია, ბიზნესის-ადმინისტრირების მიმართულებით, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც)
- გაყიდვების სტრუქტურის და თეორიული საფუძვლების ცოდნა;
- გამოცდილება არ არის აუცილებელი, მთავარია იყოთ მოტივირებული და მიზანდასახული, არ შეუშინდეთ ახალ გამოწვევებს;
- საოფისე პროგრამების (Microsoft
word, ppt, excel) ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- შედეგზე ორიენტირებული დროის ეფექტურად მართვა და გუნდურად მუშაობის უნარი;
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციის უნარი;
- კორპორატიული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშო საათები: 14:00-18:00.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნეთ CV.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერცეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!