Betlive.club ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.
პოზიციის დასახელება: მონიტორინგის სპეციალისტი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სპეციფიკური სამუშაო გრაფიკი, რომელიც მოიცავს დღის და ღამის ცვლაში მუშაობას
ძირითადი მოვალეობები:
კომპანიის ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება;
გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება;
დაცვის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი;
მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;
უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზედმიწევნით დაცვა.
საჭირო მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
პუნქტუალურობა;
ყურადღება დეტალების მიმართ;
კომუნიკაბელურობა;
სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
betlive.club გთავაზობთ:
ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
Fitpass;
სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
კოლეგიალურ გუნდს;
პროფესიულ ზრდა/განვითარებას;
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 750 ლარი და ბონუსი