Standart

კონსიერჟი

24 November - 24 December
Details
Address
20 Beshenova St, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified
Languages
ქართული, English
Skills
რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი, კარგი კომუნიკაციის უნარი

Vacancy description

სასტუმრო „გალფ აკვამარინი და ჯინო პერედაისი“ - ელეგანტური 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 218 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის. 

სასტუმრო „აკვამარინ  თბილისი“  მდებარეობს „ჯინო აკავაპარკის“ მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო  „ველნეს“ ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.
გსურთ ახლად გახსნილ სასტუმროში გამოცდილების შეძენა და თანამშრომლობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან ერთად? გთოხვთ იხილოთ ჩვენი ვაკანსია.

კონსიერჟი

ძირითადი მოვალეობები:

  • ესალმება და იღებს სტუმრებს სასტუმროს სტანდარტების მიხედვით
  • საჭიროების შემთხვევაში უხსნის სტუმარს ავტომობილის კარებს, იღებს ბარგს საბარგულიდან და მიაცილებს სტუმარს რეგისტრატურასთან  
  • სტუმრების შემოსვლა- გასვლისას მუდმივად სთავაზობს დახმარებას  
  • იცის და იღრმავებს ცოდნას სასტუმრო მომსახურებებზე და ღონისძიებებზე და აწვდის ინფორმაციას სტუმრებს 
  • მიაცილებს სტუმარს ოთახში და უხსნის მას ოთახის განალაგებას და წესებს 
  • პასუხობს ტელეფონს სტანდარტის მიხდვით 
  • მუდმივად წესრიგში აქვს მისი  სამუშაო ადგილი 
  • აკონტორლებს შემოსასვლელს და მანქანების პარკირებას 
  • აკონტროლებს პარკინგის სისუფთავეს და მოწესრიგებულობას
  • საკითხის მალე გადასაჭრელად, ატყობინებს ზედამხედველს სტუმრის ნებისმიერ პრობლემას თუ უკმაყოფილებას 
საჭირო უნარები:

  • რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ქართული, ინგლისური ენების ცოდნა სავალდებულოა; რუსულად მეტყველება უპირატესობად ჩაითვლება;
  • მართვის მოწმობა C კატეგორია მინიავტობუსის მართვის უფლებით.
სამუშაო გამოცდილება სასტუმროს  სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.

კომპანია გთავაზობთ: 

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით და უნიფომრით უზრუნველყოფას
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!
Location
20 Beshenova St, თბილისი, საქართველო
24 November - 24 December