Bene Comfort-ი არის უნივერსალური და პროგრესული კომპანია, რომელიც დაფუძნების დღიდან ცდილობს საქართველოს უძრავი ქონების სფეროში ხარისხის ამაღლებას, საინტერესო პროდუქტისა და თანამედროვე სერვისის შექმნას ბაზარზე.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 30-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოში ქალაქ თბილისში.
კომპანიის მთავარი მიზანი და მისწრაფებაა განავითაროს უძრავი ქონების სფერო საქართველოში თანამედროვე, დახვეწილი და პროფესიონალური მიდგომების გამოყენებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1200 ლარიდან 12000 ლარამდე.
Bene Comfort-ი გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:
- უფასო გადამზადება და ტრენინგები
- პიროვნული და პროფესიული განვითარება
- მზარდი ანაზღაურების სისტემა
- კარიერული წინსვლა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- იდეალური სამუშაო სივრცე და კომფორტული გარემო
- ტურები ქვეყნის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.
მოვალეობები:
- პოტენციურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება
- უძრავი ქონების მიმართულებით კონსულტაციის გაწევა
- პროდუქტის ანალიზი და ოპტიმიზაცია
- ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის პროგრამაში შეყვანა.
მოთხოვნები:
- სასურველია (არა სავალდებულო) გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში
- ინგლისური ენის ცოდნა (საკმარისია B2 დონეც)
- გამართული მეტყველება
- ინდივიდუალიზმი
- კრეატიულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
თუ გსურს შენი დროის სწორად დაბანდება, საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაცია, პიროვნული განვითარება და გაყიდვების სფეროს დაუფლება, ეს პოზიცია ზუსტად შენთვისაა.
დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.