ტელემარკეტინგული კომპანია „ჩემი წიგნი“ აცხადებს ვაკანსიას VIP გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე. კომპანია „ჩემი წიგნი“ 2018 წელს დაარსდა. "ჩემი
წიგნი" - ეს არის გარემო მიზანდასახული და ამბიციური ადამიანებისთვის, ვისაც კარგად ესმით ეფექტური
მოლაპარაკებების წარმოების მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში, უყვართ
წიგნები და
აქვთ სურვილი მოახდინონ გავლენა მასშტაბურ პროცესებზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს
(10:00-დან 16:00 საათამდე ან 16:00 საათიდან 22:00 საათამდე)
- კონკურენტულ ანაზღაურებას
(ფიქსირებული 650 ლარი + ბონუსი, ჯამურად 3000 ლარამდე)
- განვითარებაზე ორიენტირებულ
გარემოს;
- პროფესიულ სწავლება-გადამზადებას;
- გუნდურ და კოლეგიალურ სამუშაო
გარემოს;
- მაღალპროფესიონალურ გუნდთან ერთად
კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
- პიროვნული განვითარების ხელშეწყობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ადამ
მიცკევიჩის ქ.N27
სამუშაო აღწერილობა:
- ეფექტური სატელეფონო კომუნიკაცია
მომხმარებელთან;
- გაყიდვების მოლაპარაკებების
წარმოება;
- პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლისთვის
გაცნობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული საქმიანი
კომუნიკაცია;
- მომხმარებელთა ბაზების მართვა.
ჩვენ კანდიდატისგან
ველით:
- გამართულ მეტყველებას;
- დამაჯერებელი
პრეზენტაციის უნარს;
- მომხმარებლის
მიმართ კეთილგანწყობას;
- კომუნიკაბელურობას;
- შედეგებზე ორიენტირებულობას;
- ორგანიზებულობას
და დროის მართვას;
- თვითდისციპლინას;
- გუნდურობას;
- პროფესიულ და
პიროვნულ ეთიკას.
შერჩევის ეტაპები:
- ინდივიდუალური
გასაუბრება;
- თეორიული ტრენინგები
და პრაქტიკული გადამზადება.
დაინტერესებულმა
პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე.