Standart

დარბაზის ადმინისტრატორი

02 December - 01 January
Details
Address
2 ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა, თბილისი
Salary
1300 ₾
Employment type
Shifts
Working type
Not specified
Working hours
09:00 - 22:00
Languages
ქართული, Русский
Experience
3-5 years
Skills
დეტალებზე ორიენტირებულობა, გუნდის მართვის უნარი

Vacancy description

შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგი" დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს "დომინო"-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.

რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "დომინო" წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ "EAST POINT"-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.

ჰიპერმარკეტი "დომინო" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  •  სავაჭრო დარბაზის ყოველდღიურ წესრიგზე ზრუნვა;
  •  დარბაზის თანამშრომლების დასწრებისა და სამუშაო ვიზუალის კონტროლი;
  •  სამუშაო დღის განმავლობაში თანამშრომლების შესვენების დროის აღრიცხვა და კონტროლი;
  •  მომსახურების სტანდარტების ან სხვა დარღვევის შემთხვევაში დროული რეაგირება;
  •  მოახდინოს ჰიგიენური საშუალებების შეკვეთების მიღება და გაფორმება;
  •  ორგანიზება გაუწიოს თანამშრომლების ყოველდღიური მგზავრობის პროცესის გამართულობას;
  •  მოახდინოს დიასახლისების ყოველდღიური დასწრების ტაბელის წარმოება პროგრამა 1C-ში;
  •  აკონტროლოს დარბაზის დეზინფექციის პროცესი;
  •  აკონტროლოს კოვიდ-19-ის რეგულაციების ზუსტი შესრულება კომპანიაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  •  პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
  •  მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  •  რუსული ენის კარგად ცოდნა;
  •  საოფისე პროგრამების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:

  •  გუნდის მართვის უნარი;
  •  დეტალებზე ორიენტირებულობა;
  •  დროის მენეჯმენტი და საქმიანობის სწორად დაგეგმვის უნარი;
  •  მაღალი კორპორატიული კულტურა;
პირობები:

  •  სამუშაო გრაფიკი: 3 დღე მუშაობა 3 დღე დასვენება
  •  სამუშაო საათები: 09:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება)
  •  ანაზღაურება: 1300 ლარი;
  •  ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
  •  კვება;
  •  FitPass;
  •  უფასო ტრანსპორტირება;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ.

გამოაგზავნეთ თქვენი CV ან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJ

ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ტერმინალ ვესტ თრეიდინგის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
02 December - 01 January