პრემიუმი

იურისტი - თბილისი

06 დეკემბერი - 05 იანვარი
დეტალები
მისამართი
გიორგი ცაბაძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1250 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;, პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი

ვაკანსიის აღწერა

შპს მისო "ბერმელი " აცხადებს  ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე  ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

  • ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
  • სასამართლო წარმომადგენლობა;
  • მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
  • კომპანიის თანამშრომლებისთვის  იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
  • წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
  • იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
  • სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
  • პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
  • საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
  • ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი  იურიდიული განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word”  და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები: 

  • პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
  • პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი  განაწილების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:

სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00
სამუშაო დღეები:  6 სამუშაო დღე.

ანაზღაურება: 1250  ლარი + საბონუსე სისტემა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ  თქვენი რეზიუმე.

მობილური: 568 700 300 
06 დეკემბერი - 05 იანვარი