შპს მისო "ბერმელი " აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები (საჭიროების შემთხვევაში), განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცედურაში მონაწილეობის მიღება, საჭიროების შემთხვევაში მათი ნოტარიულად დამოწმება.
სასამართლო წარმომადგენლობა;
მის პორტფელში არსებული სესხების სწორად დაანგარიშება რესტრუქტურიზაციამდე/ სასამართლოში და აღსრულებაში გადაცემამდე;
კომპანიის თანამშრომლებისთვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა;
საჭიროების შემთხვევაში კორესპონდენციის წარმოება კომპანიის კლიენტებთან ან/და მესამე პირებთან;
წარმმომადგენლობა ნებისმიერ ადმინისტრაციულ თუ სხვა ტიპის ორგანოებსა და ორგანიზაციებში;
საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკების წარმოება;
იურიდიული დოკუმენტების აღრიცხვა, დაარქივება, სისტემატიზაცია;
სხვადასხვა ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზი და ექსპერტიზა;
პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა და დებიტორული დავალიანებების ამოღება სამართლებრივი ინსტრუმენტებით;
საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა;
ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა.
ძირითადი მოთხოვნები:
უმაღლესი იურიდიული განათლება;
სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება იურისტის პოზიციაზე;
აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა ("Microsoft Word” და " Microsoft Excel”)
პიროვნული თვისებები:
პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ, შაბათი 09:20-14:00
სამუშაო დღეები: 6 სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1250 ლარი + საბონუსე სისტემა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მობილური: 568 700 300
დეტალები
₾
ხელფასი
1250 ₾ + ბონუსი
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
უნარები
პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი;, პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი