თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.
მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, „თიბისი კონცეპტმა“ ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია. მულტიფუნქციური სივრცე რამდენიმე ქვესივრცეებად იყოფა ესენია საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.
პოზიციის სახელწოდება: IT სპეციალისტი
სამუშაოს მიზანი:
ამ პოზიციის ფარგლებში IT სპეციალისტმა უნდა მართოს ოპერაციული სისტემები, უზრულველყოს კომპანიაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის მომარაგება და მათი შეუფერხებელი მუშაოაბა.
ძირითადი მოვალეობები:
- ოპერაციული სისტემების გამართვა, ყველა აუცილებელი დრაივერითა და კონფიგურაციით.
- სხვადასხვა გამოყენებული პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება, ინსტალაცია, მხარდაჭერა.
- მომხმარებლებისა და კომპიუტერული ობიექტების მართვა Microsoft Active Directory-ში, ანგარიშის შექმნა/გათიშვა, კომპიუტერული ობიექტების დამატება/წაშლა, მონაცემების ცვლილება.
- Office365-ზე მომხმარებლების მართვა, ლიცენზიების დამატება, გაუქმება.
- DNS, DHCP, SMB, NFS მუშაობისა და წესების ცოდნა.
- სასურველია TNG, Micros პრინციპების ცოდნა.
- ქსელური პრინტერებისა და სხვა დაკავშირებული მოწყობილობების გამართვა, მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
- კომპიუტერების ლოგიკური და ფიზიკური ტექნიკური გაუმართაობის დადგენა და მათი აღმოფხვრა.
- უკაბელო წვდომის წერტილების[access points] ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
დამატებითი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.
გაცნობებთ, რომ შპს "მარჯანიშვილი 7 " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს "მარჯანიშვილი 7" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი