გასტროდუქანი „რიგი“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე:
პოზიციის მდებარეობა: ზაარბრუკენის მოედანი, გასტროდუქანი „რიგი“
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 319 300
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:
- შეძლებ სასურველი გრაფიკის არჩევას;
- გექნება შიდა ფასდაკლება ჩვენს ყველა ობიექტზე;
- ჩვენ უზრუნველვყოფთ კვებას;
- ასევე, ტაქსის მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ;
- გთავაზობთ კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- გექნება სხვა დამატებითი ბენეფიტები;
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებთან ურთიერთობა და მომსახურება არსებული სტანდარტის დაცვით;
- სტუმრებისათვის მომსახურების სრული ციკლის მართვა: მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგიდის მომზადება, ჩეკის მომზადება;
მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
- გასაუბრება HR სამსახურსა და უშუალო ხელმძღვანელთან;
გისურვებთ წარმატებას!