შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.
რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.
ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას ონლაინ და კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე დიღმის ფილიალში.
ძირითადი მოვალეობები:
ბაზრის შესწავლა, პოტენციური კლიენტების მოძიება;
კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა;
შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
პროდუქტის პრეზენტაცია;
გაყიდვების გაზრდა და გეგმის შესრულება;
მოლაპარაკებების წარმოება;
არსებულ და ახალ კლიენტებთან ურთიერთობა, შეკვეთების დამუშავება;
გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოება;
ორიენტირება გაყიდვების და მომსახურების მუდმივ ზრდაზე, სრულყოფაზე;
პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება;
MS Office პროგრამების ცოდნა;
სამშენებლო მასალების სპეციფიკის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
გამართული კომუნიკაციის უნარი;
ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
ენერგიული;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
დეტალებზე ორიენტირებული;
უცხო ენების ცოდნა (რუსული ან/და ინგლისური);
პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა;
ანაზღაურება: საშუალო 1700 ლარი;
ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური, საოჯახო);
კვება;
Fitpass;
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ
ასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
დეტალები
₾
ხელფასი
700 ₾ + ბონუსი
ენები
ქართული, English, Русский
განათლება
ბაკალავრი
უნარები
გამართული კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული, ეფექტური მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი