”სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - m|group" - მართვაში არსებული ქართული რესტორნებისთვის „ მეტეხის ჩრდილში“ და „ მასპინძელო ექსპრესი“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის (სერვისის თანამშრომელი) პოზიციაზე
სამუშაო პირობები :
სამუშაო ადგილი :
• რესტორანი „ მეტეხის ჩრდილში“ - ქ.თბილისი, ავლაბარი, ქეთევან დედოფლის #33
• რესტორანი „ მასპინძელო ექსპრესი“ - ქ.თბილისი, გ.ახვლედიანის #20
გრაფიკი: სამუშაო ცვლებში ; „მასპინძელო ექსპრესი“ ითვალისწინებს თვეში 4 ღამის ცვლასაც;
ანაზღაურება: გაიცემა თვეში ერთხელ, ნამუშევარი ცვლების ოდენობის მიხედვით ;
( დღიური ანაზღაურება დამოკიდებულია ობიექტსა და სამუშაო ცვლაზე , საშუალოდ 40-80 ლარი )
ძირითადი მოთხოვნები:
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
• უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
• მომსახურების სანიმუშო მანერები;
• გამართული მეტყველება;
• კეთილგანწყობილი;
• გუნდური მუშაობის უნარი ;
ფუნქცია-მოვალეობები:
• სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
• სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
• სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
• საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
• კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
• სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
• სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
• სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
• სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის მომზადება);
ჩვენთან მუშაობით თქვენ შეიძენთ საუკეთესო გუნდს! საუკეთესო გამოცდილებას და საუკეთესო შესაძლებლობებს კარიერული ზრდისთვის !
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2023 წლის 09 იანვრამდე.