Standart

მეამას სივრცის კონსულტანტი

19 December - 18 January
Details
Address
გლდანის ქუჩა, თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Shifts
Working type
On-site
Working hours
Not specified
Languages
English
Skills
ორგანიზებული და აკურატული, თავაზიანი

Vacancy description

მეამამეამას სივრცის კონსულტანტი

 

მეამა ბრენდული სივრცის გუნდში იწვევს აქტიურ  და მოტივირებულ  კანდიდატებს კონსულტანტის პოზიციაზე.

მეამა არის ყველაზე მსხვილი კაფსულების მწარმოებელი კომპანია საქართველოში. ჩვენ შევქმენით კაფსულირებული ყავის უნიკალური გემოები, რომლებიც მზადდება უახლესი ევროპული დანადგარების და მეთოდების გამოყენებით პროფესიონალი ტექნოლოგების მიერ.


ჩვენ გთავაზობთ:


  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს (ცვლების მიხედვით, კვირაში 40 სთ);
  • კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებულ  +  ბონუსები);
  • გემრიელ და არომატულ ყავას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • საბოლოო ეტაპზე შერჩეულ კანდიდატების პროფესიული გადამზადება მეამას პროდუქტების და მუშაობის სტანდარტების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობებია:


  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა, პროდუქტის შესახებ დეტალური ინფომრაციის მიწოდება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
  • დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა.

მოთხოვნები:


  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მნიშნელოვანია კანდიდატს ჰქონდეს გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
  • იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თავაზიანი;
  • ორგანიზებული და აკურატული.
  • ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე  ფოტოსურათით.


დედლაინი: 18 იანვარი

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

 

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით,  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისდ, აცხადებთ თანხმობას რომ შპსმეამა“- დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამომგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას  1 წლის განმავლობაში.

 

გისურვებთ წარმატებას!

 

19 December - 18 January