betlive.club ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.
პოზიციის დასახელება: მარკეტინგის პროექტების მენეჯერი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს დრო: 10:00-19:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში მონაწილეობის მიღება;
- დაგეგმილი სტრატეგიის შესაბამისად ამოცანების შესრულება;
- საიტებისა და სოციალური მედიის კონტენტის შერჩევასა და რეკლამის მართვაში მონაწილეობის მიღება;
- Offline კომუნიკაციების მართვაში მონაწილეობის მიღება;
- აქციების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- ლოიალობის პროგრამის მართვაში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგულ კამპანებში ჩართულობა;
- ანალიტიკა;
- შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
საჭირო მოთხოვნები:
- იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების პროფესიული ცოდნა.
betlive.club გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- Fitpass;
- სატრანსპორტო ბარათის უზრუნველყოფა;
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.